უჩვეულო ვიდეო გადაიღეს ჩრდილოეთ ჩინეთის ქალაქ ტანგშანთან. მამაკაცი ცაში ადის უზარმაზარი ფრანის მეშვეობით.

დაახლოებით 20 მეტრის სიმაღლეზე აფრენის შემდეგ მამაკაცი მიწაზე ვარდება.

სინამდვილეში, ეს არ არის შემთხვევითი ფრენა, არამედ პოპულარული გართობა ჩინეთში. ის სულ მცირე 1500 წლისაა. პირველი ასეთი ნახტომი აღწერილი იყო ჯერ კიდევ მე-6 საუკუნეში და დააფიქსირა მარკო პოლომ 700 წლის შემდეგ.

დამწყებთათვის ურჩევენ არ გაიმეორონ ეს ხრიკი. მისი შესრულებისთვის საჭიროა ძლიერი თოკი, სპეციალური სამაგრი და ქამრები. გარდა ამისა, ადამიანმა ოსტატურად უნდა აკონტროლოს სხეული, რათა ჰაერში მანევრირება მოახდინოს და უსაფრთხოდ დაეშვას.