ბათუმში ისევ უამინდობაა, რის გამოც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რეისების შესრულება პრობლემდება. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, უამინდობის გამო ავიაკომპანიების Smartwings-ის, Israir Airlines-ის და Arkia Israel Airlines-ის საჰაერო ხომალდები, რომლებიც თელ ავივიდან ასრულებდნენ რეისს ბათუმის ნაცვლად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდნენ, საიდანაც მგზავრების ტრანსპორტირებას ბათუმის მიმართულებით უკვე ავტობუსებით მოახდენენ.

რაც შეეხება ავიაკომპანია Turkish Airlines-ის ბორტს, რომელიც სტამბოლი-ბათუმის რეისს ასრულებდა, ერზერუმის აეროპორტში დაჯდა.