ფინეთის მოსახლეობა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ავიაფრენებზე გადასახადის გაზრდას სთხოვს. მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ავიაბილეთების ფასი საკმაოდ დაბალია იმ ზიანზე, რასაც ფრენები ატმოსფეროს აყენებენ.

საავიაციო გადასახადის დაწესების ინიციატივას, ამ დროისათვის ინიციატივას მხარი უკვე დაუჭირა 54 ათასმა ადამიანმა. სათანადო ხმების მოპოვების შემდეგ დოკუმენტი ფინეთის ხელისუფლებას გადაეგზავნება.

შეგახსენებთ, რომ ანალოგიური გადასახადი 2011 წელს დააწესა გერმანიამ, 2018 წელს შვეიცარიამ, ნიდერლანდებში კი გადასახადი 2021 წლიდან უნდა ამოქმედდეს.