ავიაკომპანია Delta Air Lines-მა განაცხადა, რომ მდგრადი განვითარების მიზნებისთვის 10 წლის განმავლობაში 1 მლრდ დოლარს გამოყოფს. კომპანია გეგმავს, რომ 3 ძირითად მიმართულებაზე გააძლიეროს ყურადღება: ნახშირბადის ნაკადის შემცირება, ტექნოლოგიების დანერგვა ატმოსფეროში CO2-ს გამოყოფის შესამცირებლად და ამ ინიციატივების გავრცელება.

მდგრადი განვითარების პროგრამა ითვალისწინებს ასევე, Delta-ს ავიაპარკის განახლებას, ფრენის მართვის სისტემის გაუმჯობესებას, თვითმფრინავების წონის შემცირებას და ეკო საავიაციო საწვავის წარმოებას და გამოყენების გაფართოებას.