თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ის სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო მიმართულებაზე ჩარტერული ავიარეისების ნოემბრის განრიგი ცნობილია. საქართველოში Pegasus Airlines-ის ოფიციალურ სავაჭრო აგენტ, კომპანია GASA-ში (გასა) განმარტავენ, დამატებითი  ჩარტერული რეისები 1,5,8,12,15,19 და 26 ნოემბერს განხორციელდება. ყველა რეისი არის გამყვანი და Pegasus Airlines-ი მგზავრების ტრანსპორტირებას მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის საბიჰა გოგჩენის მიმართულებით მოახდენს. მგზავრებს საშუალება აქვთ შეიძინონ ბილეთები თბილისიდან როგორც სტამბოლის, ასევე სტამბულის გავლით მსოფლიოს 111 ქალაქის მიმართულებით.

თბილისი – სტამბოლი 88.49 ევროდან,

თბილისი – ევროპის ქალაქები 148.48 ევროდან.

თუმცა, ბილეთების შეძენამდე, საქართველოს მოქალაქეები, უნდა გაეცნონ საზღვრის კვეთის პროცედურებს როგორც თურქეთის ასევე ევროპის კონკრეტულ ქვეყანასთან, სადაც სურთ გამგზავრება.