2021 წლის აგვისტოში 2020 წლის აგვისტოსთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 34,12%-ით შემცირდა.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 1 364,035 ტონა შეადგინა, 2020 წლის აგვისტოში კი 2 070,615 ტონა.
შესაბამისად ტვირთბრუნვა 34,12%-ითაა შემცირებული.
2021 წლის აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის აგვისტოში გატარებულ ტვირთნაკადთან შედარებით კლება 43,74%-ა. 2019 წლის აგვისტოში აეროპორტმა 2 424,684 ტონა ტვირთი გაატარა.
შეგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.