აგვისტოში საქართველოს საჰაერო სივრცის 30%-ით ნაკლები გამოყენება (ერთეული გადაფრენა) დაფიქსირდა, ვიდრე პანდემიამდელ არსებულ პერიოდში. როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ, 2021 წლის აგვისტოში საქართველოს საჰაერო სივრცის 9 909-ჯერ გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა, რაც 125,61%-ით მეტია 2020 წლის აგვისტოს მაჩვენებლებთან შედარებით, ხოლო 29,78%-ით ნაკლები 2019 წლის აგვისტოს მაჩვენებლებთან.

2019 წლის აგვისტოში საქართველოს საჰაერო სივრცეში 14 111 გადაფრენა განხორციელდა, 2020 წლის აგვისტოში კი 4 392 გადაფრენა.