2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საჰაერო სივრცის 36%-ით ნაკლები გამოყენება (ერთეული გადაფრენა) დაფიქსირდა, ვიდრე პანდემიამდელ არსებულ პერიოდში. როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საჰაერო სივრცის 57 802-ჯერ გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა, რაც 17,12%-ით მეტია 2020 წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებლებთან შედარებით, ხოლო 35,77%-ით ნაკლები 2019 წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებლებთან.

2019 წლის 8 თვეში საქართველოს საჰაერო სივრცეში 89 987 გადაფრენა განხორციელდა, 2020 წლის 8 თვეში კი 49 352 გადაფრენა.