პრაღა
ჩეხეთის დედაქალაქი შესანიშნავი დასაწყისია იმ მოგზაურებისთვის, რომლებსაც მაქსიმუმის ნახვა სურთ. გაატარეთ აქ 4-5 დღე, შემდეგ კი დრეზდენში გაემგზავრეთ, გზად კი „ჩეხეთ-საქსონიის შვეიცარია“ ნაკრძალი მოინახულეთ.
რა შეიძლება მოინახულოთ პრაღაში:
- ძველ ქალაქში გაისეირნეთ: იხილეთ ცნობილი ასტრონომიული საათი „ორლოი“, ვიწრო ქუჩები, დააგემოვნეთ ტრდელნიკი და თუ პრაღაში ზამთარში მოხვდით, აუცილებლად დალიეთ გლინტვეინი;
- კარლის ხიდზე გაისეირნეთ (სასურველია დილით, როდესაც ტურისტების ნაკლები რაოდენობაა), სურვილი რომ აგიხდეთ ბარელიეფზე ძაღლის ქანდაკებას შეეხეთ იან ნეპომუცკის ქანდაკების ქვეშ, „მალა სტრანაში“ (Malá Strana) გადადით და პრაღის ციხესიმაგრეზე („პრაღის გრადი“) ადით;
- ვიშეჰრადს (Vyšehrad) ეწვიეთ, სადაც პრაღის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ეკლესია მდებარეობს;
- დააგემოვნეთ „მუხლი“, გულიაში კნედლიკთან ერთად, „ვეპრო-კნედლო-ზელო“ (ღორის ხორცი კნედლიკებითა და ჩაშუშული კომბოსტოთი) და სხვა ნაციონალური კერძები;
- ასევე დააგემოვნეთ უამრავი ჩეხური მინი-ლუდსახარშის პროდუქცია.
მარშრუტი 1. პრაღა-დრეზდენი
თუ ავტომობილით მგზავრობთ, გზად შეგიძლიათ იხილოთ მელნიკი, სადაც მდინარეები ელბა და ვლტავა ერთმანეთს ხვდებიან, ასევე მახლობლად მდებარე კოკორჟინის ციხე, ქალაქები უსტი-ნად-ლაბემი და დეჩინი. გირჩევთ „ჩეხეთისა და საქსონიის შვეიცარიის“ ნაკრძალი მოინახულოთ, რომ პეიზაჟებით დატკბეთ და ამ ადგილების ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობები მოინახულოთ – ბასტაის ხიდი გერმანიის მხარეს და ქვიშაქვის თაღი პრავიჩიცკა-ბრანა ჩეხეთის მხარეს.
რა შეიძლება მოინახულოთ დრეზდენში:
- ეწვიეთ Frauenkirche – ეკლესია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს საჰაერო თავდასხმის დროს დაინგრა და მხოლოდ 2005 წლისთვის მრევლის შემოწირულობებით აღდგა;
- ცვინგერის ბაროკოს კომპლექსში გაისეირნეთ, სადაც რამდენიმე საინტერესო მუზეუმი მდებარეობს, მათ შორის ძველ ოსტატთა ნახატების გალერეა „სიქტეს მადონა“;
- მოინახულეთ ძვირფასეულობის მუზეუმის უნიკალური კოლექცია „მწვანე კამარა“;
- ეწვიეთ Pfunds Molkerei-ს მაღაზიას, რომელიც გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნშია შეტანილი, როგორც ყველაზე ლამაზი რძის პროდუქტების მაღაზია;
- სცადეთ ობიექტივში მოათავსოთ მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური კედლის ფაიფურის პანო – „თავადთა სვლა“;
პრაღიდან დრეზდენში შეგიძლიათ იმგზავროთ მატარებლით (დაახლოებით 2 საათი, €37), ავტობუსით (2-2.5 საათი, €13-30) ან მანქანით (დაახლოებით 1.5 საათი).
მარშრუტი 2. პრაღა-მიუნხენი
თუ რამდენი დრო უნდა გაატაროთ ბავარიაში მხოლოდ თქვენს სურვილზე და ბიუჯეტზეა დამოკიდებული (ფასები დაახლოებით 2-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე პრაღაში). მიუნხენის გარდა ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ რეგენსბურგს (მისი ისტორიული ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი), ნიურნბერგს (შუა საუკუნეების ქალაქი, სადაც დეკემბერში ევროპაში ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი საშობაო ბაზრობა ეწყობა), გარმიშ-პარტენკირხენს (ზამთარში – სათხილამურო კურორტი, ხოლო მთელი წლის განმავლობაში – შესანიშნავი ადგილი ფეხით სიარულის მოყვარულთათვის) ველტენბურგის მონასტერიმსოფლიოში უძველესი მონასტერი ლუდსახარშით, ინგოლშტადტი (Audi ქარხანა და მუზეუმი), გიუნცბურგის მახლობლად მდებარე ლეგოლენდის გასართობი პარკი, ნოიშვანშტაინის სასახლე, კიმზეეს, შტაფელზეეს, ვალხენზეეს, კოხელზეეს ტბები. აქედან ხელის გაწვდენის მანძილზე მდებარეობს მოცარტის სამშობლო – ზალცბურგი, ხოლო მანქანით 3-4 საათში ლიხტენშტეინის სამთავროში მოხვდებით.
რა შეიძლება მოინახულოთ მიუნხენში:
- გაეცანით ძველი პინოკოთეკას ხელოვნებას, სადაც წარმოდგენილია ბრეიგელის, რუბენსისა და დიურერის ნამუშევრები ან ახალი პინაქოთეკა მოინახულეთ, რომლის კოლექციაში სეზანის, ვან გოგისა და გოგენის ნამუშევრები შედის;
- კარგ ამინდში ფრაუენკირხეს სათვალთვალო მოედანს ეწვიეთ, დატკბით ქალაქის ხედითა და ალპებს გადაუღეთ სურათი;
- ეწვიეთ BMW მუზეუმს;
- ნახეთ თუ როგორ ვარჯიშობენ სერფერები აისბახის მდინარეზე ინგლისურ პარკში;
- მიირთვით ლუდი ძეხვთან ერთად ნებისმიერ ლუდის ბარში ან „ლუდის ბაღში“.
პრაღიდან მიუნხენში შეგიძლიათ იმგზავროთ მატარებლით (5.5 საათი, €30), ავტობუსით (5.5-6 საათი, €19-23) ან მანქანით (დაახლოებით 4 საათი).
ვენა
მინიმუმ 3 დღე ავსტრიის დედაქალაქის დასათვალიერებლად გამოიყენეთ, შემდეგ კი სავალდებულო პროგრამის დასრულებისთანავე ბრატისლავას გავლით ბუდაპეშტს ესტუმრეთ.
რა შეიძლება მოინახულოთ ვენაში:
- რინგშტრასეს ტრამვაის წრიულ მარშრუტზე გაისეირნეთ, რომლის გასწვრივ ვენის ოპერა, პარლამენტი და სხვა ცნობილი ღირსშესანიშნაობები მდებარეობს;
- ეწვიეთ ჰოფბურგს – ჰაბსბურგების ზამთრის რეზიდენციასა და ბელვედერის სასახლე კომპლექსს;
- ისიამოვნეთ რემბრანდტის, რუბენსის და სხვა გამოჩენილი მხატვრების ნამუშევრებს გალერეაში „ალბერტინა“;
- საღამო ოპერაში გაატარეთ;
- დააგემოვნეთ ტორტი „ზახერი“ Demel-ის საკონდიტროში.
რა შეიძლება მოინახულოთ ბრატისლავაში:
- ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე კომპაქტურ ძველ ქალაქში გაისეირნეთ;
- ბრატისლავას ციხე-სიმაგრეს ეწვიეთ, საიდანაც ქალაქისა და შემოგარენის ხედი იშლება;
- მოძებნეთ ცნობილი ბრინჯაოს ქანდაკებები: მეწყალსადენე, ცილინდრიანი მამაკაცი, ნაპოლეონის არმიის ჯარისკაცი, მესაათე და პაპარაცი.
- ეწვიეთ ზოოპარკს;
- ადგილობრივი ლუდი დააგემოვნეთ.
ვენიდან ბრატისლავაში შეგიძლიათ იმგზავროთ მატარებლით (დაახლოებით ერთი საათი, €11-18), ავტობუსით (1 საათი, €7-8) ან მანქანით (დაახლოებით ერთ საათი).
რა შეიძლება მოინახულოთ ბუდაპეშტში:
- წმინდა გელერტის მთიდან ქალაქის ხედით დატკბით, სადაც ბუდას ციხესიმაგრე ან მეთევზეთა ბასტიონი მდებარეობს;
- ორგანის მუსიკალურ კონცერტს დაესწარით წმინდა იშტვანის ბაზილიკაში;
- მარგიტის კუნძულზე მუსიკალურ შადრევნს ეწვიეთ;
- საყიდლებზე ცენტრალურ ბაზარში გაემგზავრეთ, რომელიც 1897 წლიდან ფუნქციონირებს;
- „დობოშის“ ან „ესტერხაზის“ ტორტი დააგემოვნეთ უნგრეთის დედაქალაქის ერთ-ერთ პირველ საკონდიტროში – Ruszwurm Cukrászda.
ბრატისლავადან ბუდაპეშტში შეგიძლიათ იმგზავროთ მატარებლით (2.5 საათი), ავტობუსით (დაახლოებით 3 საათი, €11-26) ან მანქანით (2-2.5 საათი).
სად შეიძლება წახვიდეთ ამსტერდამიდან?
მაგალითად, ბრიუსელში – ეს არის სამოთხე გურმანებისა და ლუდის მოყვარულებისთვის!
რა შეიძლება მოინახულოთ ამსტერდამში:
- ეწვიეთ Rijksmuseum და ვან გოგის მუზეუმს, რომლებიც TripAdvisor მომხმარებელთა აზრით მსოფლიოს TOP-25 საუკეთესო ადგილთა სიაში შედის;
- Bloemenmarkt ბაზარზე შეიარეთ, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ცნობილი ჰოლანდიური ტიტებისა და სხვა ყვავილების თესლი და ბოლქვები;
- არხებში ნავით გაისეირნეთ;
- ქუჩის საკვები დააგემოვნეთ: ქაშაყის სენდვიჩი ან საუზმეული bitterballen – ფრიტიურში შემწვარი ხორცის ბურთები. გირჩევთ არხის ნაპირთან ჩამოჯდეთ და ეს ყველაფერი ბოკალ ღვინოსთან ერთად მიირთვათ;
- De Wallen უბანს ეწვიეთ, რომელიც ტურისტებისთვის ცნობილია როგორც „წითელი ფარნების კვარტალი“ (გახსოვდეთ, რომ ვიტრინაში გოგონების ფოტოგადაღება აკრძალულია).
რა შეიძლება მოინახულოთ ბრიუსელში:
- ეწვიეთ ატომიუმს – რკინის კრისტალის ალუმინისგან დამზადებულ გიგანტურ მოდელს;
- კონტინენტის ყველა მთავარი ღირსშესანიშნაობის მონახულებას „მინი-ევროპის“ პარკში შეძლებთ რამდენიმე საათის განმავლობაში;
- Wittamer მაღაზიას ესტუმრეთ, რათა ტრადიციული ბელგიური შოკოლადი შეიძინოთ და ტკბილი სუვენირების სავსე პაკეტებით წახვიდეთ;
- სახლების კედლებზე რაც შეიძლება მეტი კომიქსი იპოვეთ;
- დაივიწყეთ დიეტა: დაიწყეთ კარტოფილი ფრით ლუდთან ერთად ან მიდიებით ღვინოსთან ერთად, დესერტად კი მიირთვით ვაფლი ხილითა და ნაღებით.
ამსტერდამიდან ბრიუსელში შეგიძლიათ იმგზავროთ მატარებლით (2 საათი 50 წუთი, €25-29), ავტობუსით (დაახლოებით 3 საათი, €15-19) ან მანქანით (დაახლოებით 2.5 საათი).
პარიზი
გთავაზობთ საფრანგეთის დედაქალაქში ვიზიტი ლუქსემბურგში ვიზიტს შეათავსოთ – ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პატარა სუვერენული სახელმწიფო.
რა შეიძლება მოინახულოთ პარიზში:
- ერთი დღე ლუვრში გაატარეთ, რომელსაც მსოფლიოში უმდიდრესი კოლექცია აქვს, ან „ორსეის მუზეუმს“ ეწვიეთ, სადაც იმპრესიონისტების ნამუშევრებია წარმოდგენილი;
- ეწვიეთ ლეგენდარულ ღვთისმშობლის ტაძარს (ნოტრ დამი);
- მონმარტრზე მხატვრების მუშაობას ადევნეთ თვალყური;
- ისიამოვნეთ წარმოდგენით ერთ-ერთ ცნობილ კაბარეში: Moulin Rouge, LIDO ან CRAZY HORSE;
- დილაობით კრუასანი, ხრაშუნა ბაგეტი, ყველი, ტარტი, ეკლერი და ორცხობილა „მაკარონი“, ბაყაყის ფეხები და ჩინებული ღვინო მიირთვით.
რა შეიძლება მოინახულოთ ლუქსემბურგში?
- იქირავეთ ველოსიპედი და მთელი ქვეყანა რამდენიმე დღეში შემოიარეთ;
- ღვთისმშობლის ტაძარს ეწვიეთ, სადაც ლუქსემბურგის რამდენიმე მონარქი და ბოჰემიის მეფე უსინათლო ჯონია დაკრძალული;
- დაათვალიერეთ ვიანდენის სასახლე, რომელშიც დიდხანს ცხოვრობდა ვიქტორ ჰიუგო;
- დაათვალიერეთ ლუქსემბურგის ბოკის კაზემატები, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს დაბომბვას გამოქცეული ლუქსემბურგის მაცხოვრებლები აფარებდნენ თავს;
- ადგილობრივი კერძები დააგემოვნეთ (ჩაშუშული ღორის ხორცი, ვაშლის ღვეზელი, არდენის ლორი) და ღვინო.
პარიზიდან ლუქსემბურგში შეგიძლიათ იმგზავროთ მატარებლით (დაახლოებით 2 საათი, 45 ევროდან) ან მანქანით (დაახლოებით 4 საათი).
ტალინი
გაემგზავრეთ ჰელსინკში! ესტონეთისა და ფინეთის დედაქალაქებს ყურე ჰყოფს, რომელიც ბორნით შეგიძლიათ გადაკვეთოთ.
რა შეიძლება მოინახულოთ ტალინში:
- ეწვიეთ „შემოქმედებით ქალაქს“ Telliskivi – ქალაქის კულტურული ცხოვრების ცენტრი. აქ უამრავი ატელიე და სახელოსნო მდებარეობს, ასევე მუშაობს „ძველმანების ბაზრობა“ და სხვადასხვა ღონისძიება იმართება;
- ტელეანძას ესტუმრეთ, სადაც 170 მეტრის სიმაღლეზე სათვალთვალო მოედანია მოწყობილი; 22-ე სართულზე შეგიძლიათ მიირთვათ ლუდი და ივახშმოთ, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება.
- ოლევისტეს ეკლესია მოინახულეთ – ტალინის ყველაზე დიდი შუასაუკუნეების დროინდელი შენობა;
- ძველი ქალაქის კრამიტის სახურავებს, ნავსადგურს და ყურეს კოხტუოტსის მოედნიდან ფოტოები გადაუღეთ ;
- ადგილობრივი დელიკატესები დააგემოვნეთ: verivorst სისხლიანი ძეხვი, ჩაშუშული კომბოსტო ქერის ბურღულითა და ღორის ხორცის ნაჭრებით mulgikapsad, სანელებლიანი ორცხობილა piparkokk, ლუდი და ლიქიორი Vana Tallinn („ძველი ტალინი“).
რა შეიძლება მოინახულოთ ჰელსინკში:
- ეწვიეთ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს „კიასმა“ – საინტერესოა არა მხოლოდ ექსპოზიცია, არამედ უჩვეულო ფორმის შენობა;
- შეიძინეთ ახალგამომცხვარი ფუნთუშეული ან სუვენირები ბაზრის მოედანზე;
- ფინეთის ისტორიას გაეცანით მუზეუმში ღია ცის ქვეშ კუნძულზე Seurasaari;
- ესტუმრეთ Fazer ქარხანა, სადაც მსოფლიოში განთქმულ შოკოლადს აწარმოებენ;
- ადგილობრივი ფინური დელიკატესები დააგემოვნეთ: ლაპლანდიური ყველი Leipajuusto მიწამაყვალის მურაბასთან ერთად, ცივი და ცხელი გზით შებოლილი თევზი, მოშუშული დათვის, ირმის ან კურდღლის ხორცის კონსერვი, კარელიური ღვეზელი Karjalan piirakat, Kalakukko ღვეზელი ჭვავის ფქვილისგან თევზითა და ბეკონით, ძირტკბილას კამფეტები.
ტალინიდან ჰელსინკში შეგიძლიათ იმგზავროთ ბორნით ან სწრაფმავალი კატარღით. გზაში 1.5-დან 3.5 საათამდე გაატარებთ, ბილეთის ღირებულებაა – €12 ერთი გზა.
წყარო: aviabiletebi.org