უკრაინულმა ავიაკომპანია YanAir Airlines-მა კიევი-ბათუმის საჰაერო ხაზზე ფრენის დროის ცვლილების შესახებ განაცხადა. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილება შეეხება 30 იანვრამდე დაგეგმილ ფრენებს. ახალი განრიგის მიხედვით, YanAir Airlines-ი კიევი (ბორისპოლის აეროპორტიდან) ბათუმის მიმართულებით ფრენას ნაცვლად 09:20 საათისა განახორციელებს – 8:10 საათზე (უკრაინის დროით).

შეიცვალა ასევე, ბათუმიდან კიევის მიმართულებით ავიარეისის განხორციელების დროს და ის ნაცვლად 14:40 საათისა განხორციელდება 13:30 საათზე (ადგილობრივი დროით).

აღსანიშნავია, რომ  YanAir Airlines-ი კიევი-ბათუმი-კიევის მარშრუტზე ოპერირებას ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს ანხორციელებს.