საომარი მოქმედებების გამო საჰაერო სივრცის დახურვის მიუხედავად, SkyUp Airlines-ი ოპერირებას და ქვეყნის მხარდაჭერას განაგრძობს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ავიაკომპანიამ 40 მილიონ გრივნაზე მეტი გადასახადი გადაიხადა, საიდანაც 10 მლნ გრივნა არის წინასწარი გადახდა.
„ჩვენ მთელი გულით ვისწრაფვით, რომ უკრაინის ცაში რაც შეიძლება მალე დავბრუნდეთ და სწორედ ამიტომ ვიხდით გადასახადებს წინასწარაც და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კვალიფიციური სპეციალისტები შევინარჩუნოთ.
საქმე ეხება არამხოლოდ ბიზნესს, არამედ უკრაინული ავიაციის, როგორც ასეთის შენარჩუნებას: სპეციალისტებმა უნდა შეინარჩუნონ ცოდნა, გაიარონ სერტიფიცირება და იფრინონ. სწორედ ეს ხალხი აღადგენს ინდუსტრიას გამარჯვების შემდეგ, მაგრამ საჭიროა მუშაობა. მასზე დღეს“, – ამბობს SkyUp Airlines-ის აღმასრულებელი დირექტორი დმიტრო სეროუხოვი.
სრულმასშტაბიანი ომის პირველივე დღეებიდან SkyUp Airlines-ი დარჩა ცაში. თავდაპირველად SkyUp Airlines-ი ფოკუსირებული იყო კიშინიოვიდან, ლუბლინიდან და ვარშავიდან უკრაინის მოქალაქეების ისრაელსა და პორტუგალიაში გადაყვანაზე. ასევე ჰუმანიტარული დახმარების ტრანსპორტირებაზე სხვა ქვეყნებიდან უკრაინის საზღვართან უახლოეს აეროპორტებში.
SkyUp Airlines-ის განმარტებით, ავიაკომპანიამ გააფორმა კონტრაქტები სხვა ავიაკომპანიებთან თვითმფრინავების სველი ლიზინგის პირობებში გამოყენების შესახებ.
იმავდროულად ავიაკომპანია ასრულებს ჩარტერულ ფრენებს სტრატეგიული პარტნიორისთვის, ტუროპერატორ Join UP!-თვის.
ამჟამად SkyUp Airlines-ის თვითმფრინავების ნახვა შესაძლებელია ევროკავშირის ქვეყნების 52 აეროპორტში, ასევე შვეიცარიაში, თურქეთში, მოლდოვასა და ეგვიპტეში.
“ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს არა მხოლოდ შევინარჩუნოთ ოპერაციები და გადავიხადოთ გადასახადები, არამედ შევინარჩუნოთ ჩვენი ყველაზე ღირებული რესურსი – ჩვენი გუნდი.
ამჟამად ვმუშაობთ SkyUp MT ავიაკომპანიის ევროკავშირში რეგისტრაციაზე და უკრაინელი სპეციალისტების ჩართვაზე. ომის დასრულების შემდეგ კი უკრაინაში ფრენების განახლებას რაც შეიძლება მალე ვგეგმავთ”, – აცხადებენ SkyUp Airlines-ში.