ავიაკომპანია Oman Air-მა განაცხადა, რომ Oneworld-ის ალიანსის წევრობაზე გააკეთებს განაცხადს. Qatar Airways-ის პარტნიორობის გამოყენებით, Oman Air-ს სურს კატარის ავიაგადამზიდავი მას მსოფლიო დონის ალიანსში მოხვედრაში და ასევე ქსელის გაფართოებაში დაეხმაროს.
დღეისათვის Oneworld-ში შემდეგი 14 ავიაკომპანია შედის: Alaska Airlines; American Airlines; British Airways; Cathay Pacific; Finnair; Iberia; Japan Airlines; Malaysia Airlines; Qantas; Qatar Airways; Royal Air Maroc; Royal Jordanian; SriLankan Airlines და S7 Airlines.
Oneworld-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ დროისათვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები პოტენციურ წევრებთან, თუმცა კონკრეტული ავიაკომპანიები არ დაუსახელებია.