თურქეთის სამოქალაქო ავიაციის ფლაგმანი და საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი პოზიცებს არც Turkish Airlines-ის ბაზარზე ფლობს და ლიდერის პოზიციებს მყარად ინარჩუნებს. EUROCONTROL-ის მონაცემებით, Turkish Airlines-მა 20-დან 26 სექტემბრის ჩათვლით დღე-ღამეში საშუალოდ 1200 რეისი შეასრულა. შესაბამისადაც ავიაკომპანია EUROCONTROL-ის ყოველკვირეულ რეიტინგში მოწინავე მეორე პოზიცია მოხვდა. რაც შეეხება პირველ ადგილს, ირლანდიურმა ავიაკომპანია Ryanair-მა საანგარიშო პერიოდში დღე-ღამის განმავლობაში საშუალოდ 2341 რეისი შეასრულა. მესამე ადგილზეა Easyjet-ი დღე-ღამეში საშუალოდ შესრულებული 1058 რეისით.