COVID-პასპორტის აღება შესაძლებელია იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში. COVID-პასპორტი უფასოა და მისი აღება შეგიძლიათ ვიზიტის დაჯავშნის გარეშე.

მოგზაურობის მსურველებმა COVID-პასპორტი უნდა წარადგინონ საზღვრის გადაკვეთისას. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა მისი აპოსტილით დამოწმებაც, თუ ამას ითხოვს დანიშნულების ქვეყანა.

მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდს https://bit.ly/2ZALMy9

აცრის ბარათის, COVID-პასპორტისა და QR კოდებზე მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს https://bit.ly/3odlYSL