ნიუ იორკის მასშტაბით ამოქმედდა შტატში შესვლის ახალი პროტოკოლი, რომელიც ეხება როგორც შტატებს შორის ასევე საერთაშორისო მგზავრებს.

ყველა მგზავრი, რომელიც შედის ნიუ იორკის შტატში, სხვა შტატიდან და CDC-ის (აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრი) მიერ აღნიშნულ  მე-2 და მე-3 საფრთხის დონის მქონე ქვეყნიდან, ექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს შემდეგი წესების დაცვით:

მგზავრები, რომლებიც შტატის გარეთ იმყოფებოდნენ 24 საათზე მეტი დროის ხანგრძლივობით:

·         ნიუ იორკის შტატში შესვლამდე, აუცილებელია მგზავრმა 3 დღით ადრე ჩაიტაროს შესაბამისი ტესტი COVID-19-ის გამოსავლენად;

·         ნიუ იორკის შტატში შესვლისთანავე, მგზავრი უნდა გადავიდეს კარანტინში (თვით-იზოლაციაში) 3 დღით;

·         კარანტინის მეოთხე დღეს, მგზავრმა უნდა ჩაიტაროს კიდევ ერთი COVID-19 ტესტი. თუ ორივე ტესტის პასუხი არის უარყოფითი, მგზავრს შეუძლია დატოვოს კარანტინი მეორე უარყოფითი პასუხის მიღების შედმეგ.

მგზავრები, რომელთა შტატის გარეთ ყოფნის პერიოდი არ აღემატება 24 საათს:

·         შტატში შესასვლელად მგზავრს არ სჭირდება წინასწარ მიღებული COVID-19 ტესტის პასუხი;

·         მგზავრს არ სჭირდება კარანტინის გავლა;

·         მგზავრმა აუცილებლად უნდა შეავსოს „მგზავრობის ფორმა“ ნიუ იორკის შტატში შემოსვლისას. შემოსვლიდან 4 დღის შემდეგ, მგზავრმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს COVID-19 ტესტი. ტესტის დადებითი პასუხის შემთხვევაში მგზავრს დაუკავშირდებიან იზოლაციის წესებთან და კონტაქტების მოძიებასთან დაკავშირებით.

ზოგადი შეკითხვებისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ნიუ იორკის შტატის ცხელ ხაზზე: 1-888-364-3065