კატარული ავიაკომპანია Qatar Airways-ი აშშ-ში, ნიუ იორკის შტატში გამგზავრების მსურველებს აფრთხილებს, რომ შეიცვალა ქვეყანაში შესვლის პროცედურები.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, 2020 წლის 5 ნოემბრიდან ნიუ იორკის შტატის ქალაქებში შემსვლელმა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქემ უნდა შეავსოს სპეციალური ფორმა, რომელიც განთავსებულია ამ ბმულზე:
2020 წლის 5 ნოემბრიდან ნიუ იორკის შტატის ქალაქებში შემსვლელმა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქემ უნდა შეავსოს სპეციალური ფორმა, რომელიც განთავსებულია ამ ბმულზე: https://forms.ny.gov/s3/Welcome-to-New-York-State-Traveler-Health-Form
2. მოცემული ფორმის შევსების „წარმატებით დასრულების“ დასტური (სქრინი) უნდა შეინახოთ და წარადგინოთ მოთხოვნისამებრ.
3. მგზავრმა უნდა წარადგინოს უარყოფითი PCR მეთოდით აღებული ტესტის ცნობა, ჩაფრენის დრომდე 72 საათის ვადაში გაცემული.
4. მგზავრმა ნიუ იორკში ჩაფრენის შემდეგ უნდა გაიაროს 72 საათიანი კარანტინი, ზემოთ მოცემულ ფორმაში მის მიერ მითითებულ მისამართზე.
5. აღნიშნული 72 საათის გასვლის შემდეგ უნდა გაიკეთოს PCR მეთოდით აღებული ტესტი და მხოლოდ მიღებული უარყოფითი პასუხის შემდგომ შეეძლება თავისუფლად გადაადგილება.
6. მგზავრი, რომელიც გაფრენისას ვერ წარადგენს უარყოფითი PCR მეთოდით აღებული ტესტის ცნობას, ნიუ იორკში ჩასვლისას გაივლის სავალდებულო 14 დღიან კარანტინს, ზემოთ მოცემულ ფორმაში მის მიერ მითითებულ მისამართზე.