უკრაინული ავიაკომპანია YanAir Airlines-ი კიევი-ბათუმი-კიევის საჰაერო ხაზზე ჩარტერულ რეისს განახორციელებს. როგორც საქართველოში YanAir Airlines-ის გენერალური აგენტი კომპანია “ავიაქსელი” აცხადებს, რომ ჩარტერული რეისი 24 ნოემბერს განხორციელდება. 

ცნობისათვის, საქართველოდან უკრაინაში მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ უკრაინამ საქართველო „წითელი ზონის“ ქვეყნების ნუსხაში შეიყვანა და უკრაინის ტერიტორიაზე შემსვლელ პირს ჩამოტვირთული უნდა ქონდეს აპლიკაცია “Дій вдома” და მან 3  ვარიანტიდან უნდა აირჩიოს მისთვის სასურველი 1 ვარიანტი. 

1. დაკვირვება სპეციალიზირებულ საკარანტინე ზონაში;

2. 14-დღიანი თვითიზოლაცია;

3. COVID-19-ზე PCR-ტესტის გაკეთება სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შემდეგ.

ხოლო რაც შეეხება საქართველოში ჩამოსვლის მსურველებს, იზოლაციისა და კარანტინს წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაში 2020 წლის 21 ოქტომბერს  განხორციელებული ცვლილებების თანახმად უცხო ქვეყნიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეებმა უნდა წარმოადგინონ PCR ტესტი “ნეგატიური” პასუხით, ან განთავსდნენ 8 დღიან იზოლაციაში.

უფრო კონკრეტული ინფორმაცია საქართველოში შემოსვლის წესებისა და პირობების თაობაზე იხილეთ აქ.