ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციამ (EUROCONTROL) უახლოესი 5 წლის ევროპის საჰაერო მიმოსვლის​ განახლებული პროგნოზი გამოაქვეყნა.

რეალურად Eurocontrol-მა 3 შესაძლო სცენარი განხილა, რომლებიც თავის მხრივ COVID-19-ის გავრცელების სტატისტიკას და ვირუსის საწინააღმედგო ეფექტური ვაქცინის შექმნას და დანერგვაზეა მორგებული.

№1 სცენარის თანახმად (ოპტიმისტური), უახლოეს მომავალში მუშავდება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც მგზავრებისთვის ფართოდ ხელმისაწვდომი ხდება 2021 წლის ზაფხულში.

ამავე სცენარის მიხედვით, საავიაციო მიმოსვლის მაჩვენებლები 2019 წლის დონეს უახლოესი 5 წლის განმავლობაში დაუბრუნდება – 2024 წლისთვუს. მომავალ წელს, საჰაერო მიმოსვლის მაჩვენებლები 2019 წლის მაჩვენებლების 73%-ი იქნება (თითქმის 50% -ით მეტი ვიდრე ამ წელს).

№2 სცენარის მიხედვით (რეალისტური) კი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შემუშავდება 2022 წლის ზაფხულისთვის. ამ შემთხვევაში, ინდუსტრიის აღდგენა 2026 წლამდე მოხდება.

№3 სცენარის თანახმად (პესიმისტური), თუ ვაქცინა არაეფექტური აღმოჩნდა, მაშინ 2019 წლის საჰაერო მიმოსვლის დონემდე დაბრუნებას შემდეგი ათწლეული დასჭირდება.

თუმცა საავიაციო სექტორს დიდი იმედი აქვს, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინა მალე შეიქმნება, რაც მგზავრებს და ზოგადად საავიაციო ინდუსტრიას ჩვეული ცხოვრების დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს.