აჭარაში, სასტუმრო Dreamland Oasis-ში მყოფი ლონდონი-თბილისის მგზავრი საკარანტინე პირობებზე წერს, რომლის ორგანიზებასაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აკეთებს.
მისი თქმით, კარანტინში ისეთი პირობები, როგორც საქართველოში სხვაგან არ სმენია – “არცერთი ქვეყანა არ ვიცი, რომელიც ამ ყველაფერს სრულიად უსასყიდლოდ აკეთებს”.
საქართველოს მოქალაქე წერს, რომ მის ინგლისელ მეგობრებს არ სჯერათ რომ საქართველოში კარანტინში ყოფნა, თანაც ასეთი მაღალი სტანდარტის სასტუმროებში უფასოდაა შესაძლებელი.
ანა ნიჟარაძე facebook-ის პირად გვერდზე წერს:
“რაც შეიძლება მოკლედ ვიტყვი, ლოდონიდან საქართველოში 5 დღის წინ ჩამოვედი.✈️ როგორც კი 2 კვირიანი სავალდებულო კარანტინი მახსნდებოდა, ვორჭოფობდი წამოვსულიყავი თუ არა. ვიცი ბევრი ქართველი ფიქრობს ჩამოვიდეს თუ არა და ეზარებათ კარანტინის გამო. მათ გასაგონად მინდა დავწერო, ჩამოდით აუცილებლად ! ❤️
ბილეთების გაყიდვაზე ინფორმაცია დაიდო საელჩოს საიტზე (მადლობა საელჩოს დროული ინფორმაციისთვის) და ფრენის წინა დღეს დილით ადრე მოვახერხე ყიდვა Georgian Airways საიტზე. ასევე მადლობა 177£ ღირდა ბილეთები (თირკმელის გაყიდვა არ მოგიწევთ ?).
გეთვიკის აეროპორტში მხოლოდ ჩვენ ვიყავით, ქართველები. მოკლედ ჩამოვედით საქართველოში. სასწრაფო, უფასოდ პირბადეები, პოლიცია, 8 დიდი ავტობუსით (დაშორებით რომ ვიჯდეთ) გადაგვიყვანეს სასტუმროში. ყველაფერი იყო ზე-ორგანიზებული და წინასწარ გათვლილი. ???⚕️
დაგვხვდა ძალიან მაგარი პირობები, 5⭐️ სასტუმრო (ნაკლებს არ გვკადრებენ?) აღჭურვილი ყველანაირი პირობებით, TV, WiFi, საწერი მაგიდა და ხმა გაუმტარი კედლები სამუშაოდ, “მაჩალკა” და სავარცხლიდან დაწყებული ნემსი და ძაფით დამთავრებული, დიდი აივნით და ულამაზესი ზღვის ხედით, გადასარევი სამჯერადი კვება იმხელა პორციები მოაქვთ გვეშინია კარში ვერ გავეტრვით. ? ამაზეც იზრუნეს და სასწორია ყველა ოთახში.? მადლობა მზარეულ მანანას, უგემრიელესი საჭმელია. ? ხინკალი-მწვადიდან დაწყებული ყვალაფრის ყიდვაა შესაძლებელი სასტუმროდან ან მარკეტიდან.
არაჩვეულებრივი ნანა ექიმი გვირეკავს დღეში ორჯერ, აკონტროლებს ჩვენ ჯანმრთელობას და ინიშნავს ჩვენ ტემპერატურას. “რესეფშენის” გოგონებს ხატია და მარიამს მადლობა ასეთი ყურადღების და სითბოსთვის.
კარანტინი კი არა “holiday”ა?, არცერთი ქვეყანა არ ვიცი რომელიც ამ ყველაფერს სრულიად უსასყიდლოდ აკეთებს. ინგლისიდან მეგობრები მწერენ რამდენი დაგიჯდა დასვენებაო, არანაირად არ ჯერათ რომ უფასოა?თვითონაც უნდათ წამოსვლა მაგრამ ნიშნის მოგებით ვეუბნები რომ ქართული პასპორტი არ აქვთ ? #მადლობაგახარიას
არ ვართ ბევრნი! უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ ყოველივე მოქალაქეს!!!! #დარჩითსახლში
ამ ყველაფრის ფონზე, დიად ევროპაში ისეა საქმე გართულებული საავადმყოფოში აღარ აწვენენ ხალხს და მკურნალობის შერჩევითი პროცესი მიდის. ჩვენ ქვეყანას კი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები აქვს რეზერვში თუ საავადმყოფოში ადგილი აღარ იქნება. მოკლედ ჩამოდით, ახალი ფრენაა დანიშნული 2 მაისს (ლონდონი -თბილისი). ??”, წერს კარანტინში მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც თავის მხრივ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.