საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა StopCoV ფონდში 5 ათასი ლარი გადარიცხა. 

“საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი მუდამ იყო და იქნება მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე უმაღლესი სასწავლებელი. ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ იმ სირთულეებს და გამოწვევებს, რომელთა წინაშე საქართველო და მთელი მსოფლიო სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა, ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი მოკრძალებული წვლილი შეგვეტანა კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ #StopCoV ფონდში 5 ათასი ლარი გადარიცხა”, აღნიშნულია საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. 

StopCoV ფონდში ამ დროისათვის 124 780 919 ლარია მობილიზებული.