გერმანული ავიაკომპანია Lufthansa-ს ხელმძღვანელი კარსტენ შპორი განმარტავს, COVID-19-ის პანდემიის გამო ავიაკომპანია ყოველ საათში 1 მლნ ევროს შპორი განმარტავს, რომ Lufthansa-ს 65 წლიანი ისტორიის განმავლობაში ყველაზე მძიმე პერიოდი უდგას. 

კრიზისის დაწყებამდე ავიაკომპანია განმარტავდა, რომ კომპანის რეზერვი 4 მლრდ ევროს შეადგენდა.

როგორც ცნობილია, Lufthansa-მ COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ავაკომპანიას ბევრი რეისის შეჩერება მოუხდა. დღეისათვის ავიაკომპანია დღეში 3 ათასამდე მგზავრს ემსახურება, როცა კრიზისის დაწყების პერიოდში ავიაკომპანიას დღეში 350 ათასი მგზავრი გადაჰყავდა.

დღეისათვის Lufthansa-ს 750-ზე მეტი თვითმფრინავი “მიწაზეა” და ფრენებს არ ასრულებს.