15 დეკემბრის 18:00 საათიდან, ძალაში შედის ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვით, ნიდერლანდებში შესვლისას იმ მგზავრებმა, რომელიც ნიდერლანდებში შედიან ინფიცირების მაღალი რისკის ქვეყნებიდან, უნდა წარადგინონ COVID-19-ზე გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.
საქართველოდან გამგზავრება ნებადართულია სხვა გამონაკლისების შემთხვევაში. დეტალები მოცემულია: https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/212.
თუ მგზავრები ნიდერლანდებში მიმავალ თვითმფრინავზე/გემზე ასვლისას ან/და ნიდერლანდებში შემოსვლისას უარს იტყვიან ან არ/ვერ წარადგენენ PCR ტესტის უარყოფით პასუხს, ისინი არ დაიშვებიან თვითმფრინავზე/გემზე ან/და ნიდერლანდების ტერიტორიაზე.
ტესტის უარყოფით პასუხთან ერთად, მგზავრებმა დამატებით უნდა წარადგინონ შევსებული და ხელმოწერილი „უარყოფითი პასუხის განაცხადი“, რომლის ინგლისურენოვანი ვერსიის ჩამოტვირთვაც შესაძლებელია შემდეგი ბმულიდან: https://bit.ly/36TCcHU .
ორივე დოკუმენტი (PCR ტესტის უარყოფითი პასუხი და „უარყოფითი პასუხის განაცხადი“) წარდგენილი უნდა იქნას ამობეჭდილი (მატერიალური) სახით. აღნიშნული დოკუმენტების ციფრული სახით (ტელეფონით, ტაბლეტით, კომპიუტერით და ა. შ.) ჩვენება არ არის საკმარისი.
PCR-ტესტირება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ 5 კრიტერიუმს:
- ტესტის ტიპი: ტესტი უნდა იყოს Sars-Cov-2/COVID-19 ვირუსის დადგენის მიზნით გაკეთებული მოლეკულური PCR-ტესტი. სხვა ტესტი, მათ შორის სწრაფი ტესტი, არ ჩაითვლება ვარგისად.
- ტესტის პასუხი: უნდა იყოს უარყოფითი. ამასთან, პასუხი უნდა იყოს ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ესპანურ ან ჰოლანდიურ ენაზე და უნდა ასახავდეს იმ ინსტიტუტის/ლაბორატორიის მონაცემებს, რომელმაც ჩაატარა ტესტირება.
- მგზავრის ვინაობა: ტესტის პასუხში მითითებული პირის სახელი და გვარი უნდა ემთხვეოდეს პასპორტის მონაცემებს.
- ტესტირების დრო: ტესტირება ჩატარებული უნდა იყოს ნიდერლანდებში შესვლამდე მაქსიმუმ 72 საათით ადრე (გამონაკლის შემთხვევაში, შესაძლებელია ეს დრო გაიზარდოს 96 საათამდე, თუ პირის ნიდერლანდებში შესვლის გადავადება გამოწვეული არ არის მგზავრის ბრალეულობით, რაც უნდა დაამტკიცოს).
- ტესტირების ადგილი: ტესტირება უნდა ჩატარდეს იმ ქვეყანაში, რომლიდანაც პირი მიემგზავრება ნიდერლანდებში გამომგზავრებამდე.
ვისზე ვრცელდება რეგულაცია?
PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის ვალდებულება ვრცელდება 13 წლის ან უფრო მეტი ასაკის იმ მგზავრებზე, რომლებიც ნიდერლანდებში მიემგზავრებიან:
- იმ ქვეყნიდან, რომელიც არ არის ევროკავშირის ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ქვეყნების სიაში (ევროკავშირის ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ქვეყნების სია: ავსტრალია, იაპონია, ახალი ზელანდია, რუანდა, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ურუგვაი და ჩინეთი იმის მერე რაც ჩინეთი დაუშვებს ევროპელ მგზავრებს);
- მიემგზავრებიან ევროკავშირის/შენგენის ზონის გარეთ მდებარე ქვეყნიდან;
- მიემგზავრებიან თვითმფრინავით ან გემით, და
- არ ექცევიან ქვემოთ ჩამოთვლილ გამონაკლისებში.
PCR-ტესტის პასუხის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდება:
- დასაქმებული, რომელიც რეგულარულად კვეთს საზღვარს (cross-border commuter / frontier worker);
- ტრანზიტული მგზავრები, რომლებიც მიემგზავრებიან სხვა ქვეყანაში ნიდერლანდების საჰაერო მარშრუტით. ასეთ პირებს ეკრძალებათ სატრანზიტო ზონის დატოვება. ეს ვალდებულება არ ვრცელდება, თუ პირი ქვეყანაში შედის ავტომობილით, ავტობუსით ან მატარებლით.
- ნიდერლანდების ან ევროკავშირის/შენგენის ზონის სხვა წევრი ქვეყნის ბინადრობის ნებართვის მქონე პირები;
- ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული დიპლომატიური პირადობის მოწმობის მქონე პირები;
- დიპლომატიური პასპორტის მქონე პირები;
- ნორვეგიის, ისლანდიის, შვეიცარიის, ლიხტენშტეინის, სან მარინოს, მონაკოს, წმინდა საყდრის (ვატიკანის), ანდორას მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები;
- გრძელვადიანი ვიზის მფლობელები, მათ შორის დროებითი ბინადრობის ნებართვის (MVV) მქონე პირები;
- ტრანსპორტირების სფეროში დასაქმებული პირები (საქონლის ტრანსპორტირება; კონტეინერების გადამზიდი გემები; დიდი ტვირთების გადამზიდი ხომალდები (მაგ., მადნეულის ან ქვანახშირის გადაზიდვა); ტანკერები (მაგ., საწვავის და ქიმიკატების გადაზიდვა); თევზსაჭერი გემები);
- დასაქმებულია ენერგეტიკის სექტორში (ნავთობის ან ბუნებრივი აირის პლატფორმაზე; ქარის ენერგიის სადგურზე; ოფშორულ კომპანიაში, რომელიც მომსახურებას უწევს მოცემულ სექტორს;
- საჰაერო და საზღვაო ეკიპაჟის წევრები, როდესაც ისინი ქვეყანაში შედიან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების მიზნით;
- შესაბამისი მოწმობის მქონე მეზღვაურები როდესაც ისინი ქვეყანაში შედიან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების მიზნით. ეს გამონაკლისი არ ვრცელდება კომერციული იახტების ან რეკრეაციული ხომალდების მეზღვაურებზე.
- სახელმწიფოს მეთაურები და უცხო მთავრობის წევრები;
- იმიგრაციისა და ნატურალიზაციის სამსახურის (IND) მიერ გაცემულ დოკუმენტის მფლობელი სტუდენტები.
- მაღალი კვალიფიკაციის მქონე მიგრანტი, რომელიც ფლობს იმიგრაციისა და ნატურალიზაციის სამსახურის (IND) მიერ გაცემულ ცნობას ან ნიდერლანდებში მუშაობის ნებართვას.
- ევროკავშირის მოქალაქეობის მქონე პირების ოჯახის წევრები (ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ ითვლება ოჯახის წევრად, ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/33UQLcp.
- პირი, რომელიც ნიდერლანდებში შედის ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოდან.
თუ მგზავრზე ვრცელდება PCR ტესტის უარყოფითი პასუხისა და „უარყოფითი პასუხის განაცხადის“ წარდგენის ვალდებულება და არ წარადგენს აღნიშნულ დოკუმენტებს, გამგზავრებამდე ის არ დაიშვება ბორტზე, ან თუ ეს გარემოება გამომჟღავნდა ნიდერლანდების საზღვარზე, მას სასაზღვრო პოლიცია იმავე თვითმფრინავით გააბრუნებს უკან.
პირმა ტესტირება უნდა გაიაროს იმ ქვეყანაში, რომლიდანაც მიემგზავრება ნიდერლანდებში. ნიდერლანდებში ჩასვლის შემდეგ პირი ვერ გაიკეთებს ტესტს. ასეთი პირი გაბრუნდება უკან.
„უარყოფითი პასუხის განაცხადი“ არ ანაცვლებს „ჯანმრთელობის განაცხადს“, რომელიც პირმა უნდა შეავსოს ცალკე. „ჯანმრთელობის განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3qBaIhY.