2020 წლის ნოემბერში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა 3,6 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0,8 ათასი ტონით , ანუ 18,2%-ით ნაკლებია ოქტომბრის მაჩვენებელთან (4,4 ათასი ტონა) და 5,6 ათასი ტონით ანუ 60,9%-ით – გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (9,2 ათასი ტონა) შედარებით.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 51,2 ათასი ტონა, რაც 41,0 ათასი ტონით ანუ 44,5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (92,2 ათასი ტონა) შედარებით.

იანვარ-ნოემბერში საავიაციო ნავთის იმპორტის 78,7%  (40,3 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 16,8% (8,6 ათასი ტონა) – თურქეთიდან, 4,3% (2,2 ათასი ტონა) – რუმინეთიდან და სხვა.