2021 წელს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საჰაერო შოუ, პარიზის ლე ბურჟეს 54-ე საერთაშორისო ავიაშოუ აღარ ჩატარდება.

მიზეზი COVID-19-ის პანდემიაა.

როგორც გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, COVID-19-ის ინფიცირებულთა რაოდენობის ფონზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ავიაშოუ აღარ გაიმართოს, როლის ჩატარებაც 2021 წლის 21-27 ივნისს იყო დაანონსებული.

აღნიშნული გადაწყვეტილება, ორგანიზაციის საბჭოს წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ “საერთაშორისო ჯანმრთელობის კრიზისის საპასუხოდ და ამ პოპულარული შოუს მიერ მოზიდული ვიზიტორების დიდი რაოდენობის გათვალისწინებით” მიიღო.

გაუქმებული შოუს მონაწილეები სრულ ფინანსურ კომპენსაციას მიიღებენ.

უკვე ცნობილია, რომ მომდევნო ავიაშოუ 2023 წელს გაიმართება. 

პარიზის ლე ბურჟეს ავიაშოუ არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ავიაშოუ, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ლე ბურჟეს საერთაშორისო აეროპორტში ტარდება. (პარიზიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 12 კმ-ზე).