ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ის სპონსორობით საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება.  ისრაელის სახლისა და ფონდის „ნატვრის ხე“ ინიციატივით, ხანუქის ბოლო დღეს, 30 დეკემბერს „საქველმოქმედო აქცია სიცოცხლისათვის“ გაიმართება. აქცია/კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად გადანაწილდება საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე”-ს ბენეფიციარებზე.


ისრაელის სახელით საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობენ: სტუმრები ისრაელიდან, ისრაელის კომპანიები, ქართულ-ისრაელური კომპანიები, ისრაელის მეგობრები და სხვა. 

აქცია/კონცერტი „საქველმოქმედო აქცია სიცოცხლისათვის“ 30 დეკემბერს, 20:00 საათზე სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ში გაიმართება.