1137126826

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მსოფლიო ავიაციაში, ერთ მგზავრზე, CO2 გამოფრქვევის წილი, 1990 წლიდან დღემდე, 50%-ითაა შემცირებული. 

ეს კი გამომდინარეობს იქედან, რომ ინდუსტრიამ 2009 წლიდან დაწყებული, საწვავის ეფექტურობის ყოველწლიურ ზრდას მიღწია. 

“საავიაციო ინდუსტრიაში თითო მგზავრზე გამონაბოქლვის შემცირება ტექნიკური გამოცდილებისა და ინოვაციების საოცარი მიღწევაა. მაგრამ ჩვენ უფრო დიდი ამბიციები გაქვს. 2020 წლიდან ჩვენ შეზღუდავს ნახშირორჟანგის ემისიას. ხოლო 2050 წლისთვის ვგეგმავთ, რომ ემისია 2005 წლის მაჩვენებლზე დავიყვანოთ.

ასეთი მიზნები გულისხმობს მუდმივ ინვესტიციას ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში, ბიოსაწვავისა და მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებაში”, განაცხადა IATA-ს გენერალური დირექტორის ალექსანდრე დე ჟუნიაკმა. 

IATA-ს მონაცემებით, 2009 წლიდან ავიაკომპანიებმა ახალი თვითმფრინავების შეძენისთვის 1 ტრილიონი დოლარი დახარჯეს. იმავდროულად, დადებულია ფორვარდული გარიგებები 6 მლრდ დოლარის ღირებულების ბიოსაწვავის შეძენაზე