Boeing-მა 737 MAX​-ის ტიპის საჰაერო ხომალდების წარმოების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ძალაში 2020 წლის იანვრიდან შევა.

როგორც ცნობილია, Boeing 737 MAX-ების ექსპლუატაცია მთელს მსოფლიოში მას შემდეგ შეჩერდა, რაც 2018-2019 წლებში ორმა ამ მოდელის თვითმფრინავმა ინდონეზიასა და ეთიოპიაში ავიაკატასტროფა განიცადა.

კატასტროფის მიზეზად კი თვითმფრინავის კონსტრუქციასა და პროგრამაში აღმოჩენილი ხარვეზები დასახელდა.

მიუხედავად იმისა, რომ Boeing 737 MAX-ის ექსპლუატაცია შეჩერდა კონცერნი მის წარმოებას მაინც აგრძელებდა. თუმცა ეს წარმოებაც არ ყოფილა წინანდელი მაჩვენებლებთან თანხვედრაში. 2019 წლის აპრილიდან Boeing-მა 737 MAX-ების წარმოება თვეში 42 თვითმფრინავამდე შეამცირა.