მთაწმინდის ფერდობზე ქართულ-ინგლისური წარწერის თბილისი/TBILISI განთავსება განიხილება.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, ამ ინიციატივით თბილისის მერიას მოქალაქემ მიმართა.

კახა კალაძე იდეას საინტერესოს უწოდებს, თუყმცა განმარტავს, რომ საკითხს მერიასთან არსებულ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საბჭო განიხილავს, რამდენადაც მთაწმინდის მთა ისტორიულ-კულტურულ ზონაში მდებარეობს. “ჩვენი თანამოქალაქე გვთავაზობს ფუნიკულიორის ფერდობზე განთავსდეს წარწერა TBILISI, დაახლოებით ისე როგორც Hollywood-ის წარწერაა. ვფიქრობ, ქალაქის მიმზიდველ ფონზე წარწერა თბილისი/TBILISI იქნება თვალშისაცემი და მიიქცევს ტურისტების ყურადღებას”, – განაცხადა კალაძემ.