კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში გახსნილი ღვინის ახალი საწარმო „აგრიდა“ ღვინის ტურიზმის განვითარებაა გეგმავს.

კომპანია გეგმავს როგორც ქვევრში დაყენებული, ისე კლასიკური მეთოდით დამზადებული ღვინოების წარმოებას. მისი წარმადობა წელიწადში 1,5 მლნ ბოთლია. ღვინო გაიყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ექსპორტზე. საწარმოში სეზონურად 50-მდე ადამიანი დასაქმდება.

საწარმო „აგრიდა“ შეიქმნა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1,2 მლნ ლარი შეადგინა.

„აგრიდას“ ხელმძღვანელის, გურამ მინდიაშვილს ინფორმაციით, საწარმოო მიმდინარე წლის რთველის პროცესში ჩაერთვება და გადაამუშავებს როგორც საკუთარი ვენახებიდან მოწეულ, ასევე მოსახლეობისგან ჩაბარებულ ყურძენს. „აგრიდა“ ფლობს 23 ჰექტარ ვენახს.