მერია მთაწმინდის “გიგანტურ ბორბალზე” საათის დამონტაჟებას განიხილავს.

თბილისის მერის თქმით, იდეა ამ იდეამ, როგორც სხვა განსახილველმა იდეებმა, დააგროვა მოწონებათა განსაზღვრული რაოდენობა, რის შემდეგაც, „თბილსერვისმა“ ჩაატარა ბაზრის კვლევა, თუ რამდენად შესაძლებელი იყო ამ პროექტის განხორციელება და დაახლოებით, რა თანხები იქნებოდა საჭირო ამისთვის.

კახა კალაძის თქმით, პროექტით ორი მსხვილი კომპანია „ფილიპსი“ და „იგუცინი“ დაინტერესდა. კომპანიების აღნიშვნით, შესაძლებელია ამ პროექტის განხორციელება.

“ჩვენ განვიხილავთ ამ პროექტის განხორციელებას, მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-მა ბატონ ლევან ჯღარკავას მიერ მოწერილი წერილი საზოგადოებას მიაწოდა, როგორც გაფორმებული ხელშეკრულება, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდეს. ძალიან საინტერესო იყო თვითონ ამ პროექტის ავტორის მოსაზრებაც. პროექტის აღწერაში ის მიუთითებდა, რომ გიგანტური ბორბლის საათი ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცევა და ტურისტული თვალსაზრისით ძალიან მიმზიდველი შეიძლება აღმოჩნდეს, რაშიც, რა თქმა უნდა ვეთანხმებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.