უცხოური მედიის მიერ, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მსოფლიოში ყველაზე დიდი სატვირთო თვითმფრინავი Antonov An-225 Mriya კიევთან ახლოს, გოსტომელის აეროპორტში იქნა განადგურებული. თვითმფრინავი ინციდენტის დროს საკუთარ ანგარში იდგა.
როგორც ცნობილია, აღნიშნული მოდიფიკაციის თვითმფრინავი არის ერთადერთი ეგზემპლარი.
გავრცელებული ინფორმაციით, განადგურდა ასევე, Antonov-ის წარმოებული სატვირთო An-22.