გლობალური საავიაციო სექტორი ისტორიაში ყველაზე რთულ პერიოდებს გადის, იუწყება Turprom-ი.

ინდუსტრიას ძლიერი დარტყმა ჯერ COVID-19-მა მიაყენა, შემდგომ საწვავის ფასების ზრდამ და სანქციებმა ბევრი ავიაკომპანია თამაშგარე მდგომარეობაში ჩააყენა.

მაგალითად, Avianca, რომელიც იყო მეორე უძველესი ავიაკომპანია მსოფლიოში და სიდიდით მეორე ლათინური ამერიკის ავიაკომპანია, გაკოტრდა. ვერ აიცილა დეფოლტი იტალიურმა ავიაგადამზიდავმა Air Italy-მ. გერმანული Lufthansa სახელმწიფო მხარდაჭერის წყალობით გადარჩა.  პანდემიის პერიოდში ინდუსტრიაში ასობით ათასი თანამშრომელი დაითხოვეს, ახლა კი პერსონალის მწვავე დეფიციტია – პილოტებიდან მტვირთავებამდე.

ამ პერიოდში გამონაკლისი მხოლოდ თურქეთი იყო, რომელმაც 4 ახალი ავიაკომპანია დაამატა. სანქციების გვერდის ავლით, ტუროპერატორები, რომლებსაც არ შეუძლიათ რუსეთში რეგისტრირებული თვითმფრინავების ამ ქვეყანაში ფრენა, ქმნიან ახალ ავიაკომპანიებს, უკვე თურქული რეგისტრაციით.