Harrison Ford attends the world premiere of "The Call of the Wild" at the El Capitan Theatre on Thursday, Feb. 13, 2020, in Los Angeles. (Photo by Richard Shotwell/Invision/AP)

ცნობილ ამერიკელ მსახიობს ჰარისონ ფორდს კალიფორნიის სამხრეთით მდებარე აეროპორტში საშიში ინციდენტის მოწყობაში ედება ბრალი. შემთხვევა 24 აპრილს ლოს-ანჯელესის ოლქის ჰოტორნის აეროპორტში მოხდა. როგორც ირკვევა, მსახიობი ერთ მოტორიანი თვითმფრინავის – Aviat Husky – შტურვალთან იმყოფებოდა, რა დროსაც ერთადერთი ასაფრენ/დასაფრენი ბილიკი გადაჭრა იმ დროს როდესაც სხვა თვითმფრინავი დასაფრენად ემზადებოდა. 

როგორც ფორდის წარმომადგენელი განმარტავს, მსახიობმა არასწორად გაიგო ავიამეთვალყურის ინსტრუქცია, თუმცა ფორდი საკუთარ დანაშაულს აღიარებს და ავიამეთვალყურეს ბოდიშს უხდის. “არავინ არ დაშავებულა, შეჯახების საშიშროებაც არ ყოფილა”, – დასძინა მან.

აღნიშნული ფაქტი დაადასტურა ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამაც და განმარტა, რომ თვითმფრინავს შორის მანძილი 1.09 კმ. იყო.

ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა.

აღსანიშნავია, რომ ჰარისონ ფორდისთვის ეს პირველი საავიაციო ინციდენტი არ არის. 2015 წლის მარტში თვითმფრინავს, რომელსაც მსახიობი მართავდა, ძრავა უჩერდებოდა. შედეგად, ფორდი იძულებული გახდა გოლფის გაზონზე დაშვებულიყო. შემდეგ მან მრავლობითი მოტეხილობა მიიღო.