უკრაინის საავიაციო ხელისუფლებამ ავიაკომპანია SkyUp Airlines-ს კიევი-სტამბოლი-კიევის საჰაერო ხაზზე ოპერირების ნებართვა მისცა.

აღნიშნულ მიმართულებაზე SkyUp Airlines-ს რეგულარულ ავიამიმოვლის დაწყება 1-ელი მაისიდან, კვირაში 3 სიხშირით შეუძლია. 

SkyUp Airlines-სთვის სტამბოლის მიმართულებით ფრენების განხორციელების უფლების მინიჭება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ავიაბაზარს Atlasjet Ukraine გამოეთიშა. ავიაკომპანიამ ფინანსური პრობლემების გამო ოპერირება შეაჩერა და შესაბამისად გარკვეული სიხშირეებიც გამონთავისუფლდა. 

​აღნიშნული სიხშირეების მიღებაზე SkyUp Airlines-ის გარდა პრეტენზიას Azur Air Ukraine-ც აცხადებდა.

თურქეთ-უკრაინას შორის კიევი-სტამბოლის მიმართულებაზე სიხშირეების კვოტა ამ დროისათვს 24 რეისს შეადგენს. თურქულ მხარის მიერ ყველა კუთვნილი სიხშირე მხოლოდ Turkish Airlines-ის მიერაა ათვისებული.