მონტენეგროს ეროვნული ავიახაზები Montenegro Airlines-ი მზადაა, მშრალი ყინულის თანხლებით COVID-19-ის ვაქცინის ტრანსპორტირება მოახდინოს. ავიაკომპანია ვაქცინის ტრანსპორტირებისთვის სხვა მეთოდებსაც სწავლობს.

ირკვევა, რომ Montenegro Airlines-ის ბორტებზე 200 კგ მშრალი ყინულის ტრანსპორტირებაა ნებადართული, თუმცა კომპანიაში იმედი აქვთ, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უწყება მათ არსებულ ლიმიტს გაუზრდის, რათა ვაქცინის ტრანსპორტირება უფრო სწრაფად და ეფექტურად მოახდინოს. 

​Montenegro Airlines-ი არ განიხილავს, რომ მის ავიაპარკში მყოფი თუნდაც ერთი თვითმფრინავი სატვირთო ლაინერად გადააკეთოს. კომპანიის აზრით, ეს არარაციონალური გადაწყვეტილება იქნება, რადგან მცირე რაოდენობით ვაქცინების ტრანსპორტირებისთვის მხოლოდ რამდენიმე ფრენაა საჭირო.

ყველა ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში შევა Montepharm-ს გადაეცემა, რომელიც შემდგომ მის განაწილებაზე იქნება პასუხისმგებლი.