Business Travel Show Europe-ის ახალი კვლევის თანახმად, მოგზაურობის დაგეგმვისა და დაჯავშნის გამარტივება არის ის სფერო, სადაც ხელოვნური ინტელექტი (AI) ყველაზე მეტ სარგებელს მოუტანს მოგზაურობის მენეჯერებს. ამ პასუხმა მიიღო ხმების 42%. მეორე ადგილზეა უფრო ეფექტური სამოგზაურო პროგრამები (18%), რასაც მოჰყვება ხარჯების დაზოგვა (16%) და duty of care (13%).

კითხვაზე, თუ რა შეშფოთება აქვთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მოგზაურობის მენეჯერების მესამედმა (34%) მიუთითა მონაცემების კონფიდენციალურობაზე, ხოლო მეოთხედმა (26%) თქვა, რომ AI შეზღუდულია რთულ სიტუაციებთან გამკლავების უნარით. მოგზაურობის სპეციალისტების დეკვალიფიკაცია აირჩია გამოკითხულთა 16%-მა, ხოლო 15%-მა მიუთითა „საქმიანი კომუნიკაციის დეპერსონალიზაცია“.

”AI, განსაკუთრებით გენერაციული AI, არის თემა, რომელიც ყველას აინტერესებს ინდუსტრიის მიუხედავად,” – თქვა ლუი მაგლიარომ, BTN ჯგუფის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა. – როდესაც საქმე ეხება საქმიან მოგზაურობას, AI-ს აქვს პოტენციალი, გავლენა მოახდინოს ჩვენს ინდუსტრიაზე, როგორც დადებითად, ასევე უარყოფითად. ჩვენ უკვე ვხედავთ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვაკვირდებით (ჩეთბოტების გამოყენებით), თუ როგორ შეუძლია მას მოგზაურობის მართვის პერსონალიზაციის გაუმჯობესება. AI ასევე გვთავაზობს უზარმაზარ შესაძლებლობებს პროცესების გამარტივებისა და მათი ეფექტიანობის გაუმჯობესებისავის. თუმცა ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიაქციონ მონაცემთა კონფიდენციალურობას და უზრუნველყონ, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს, ვიდრე ჩაანაცვლოს, ადამიანური კომუნიკაცია, როდესაც საქმე ეხება მომხმარებელთა მომსახურებას და ასევე შეხვედრებს და მოლაპარაკებებს“.