აშშ-ს ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ (FAA) ამერიკულ ავიაკოსმოსურ კორპორაცია Boeing-ის მიმართ ახალი გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ მისმა თანამშრომლებმა შესაძლოა გამოტოვეს Boeing 787 Dreamliner თვითმფრინავის ზოგიერთი შემოწმება და გააყალბეს ანგარიშები. ამის შესახებ Wall Street Journal-ი წერს.

”ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ დაიწყო ახალი გამოძიება Boeing-ის მიმართ მას შემდეგ, რაც თვითმფრინავის მწარმოებელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მისმა თანამშრომლებმა შესაძლოა გამოტოვეს Boeing 787 Dreamliner თვითმფრინავის ზოგიერთი შემოწმება და გააყალბეს დოკუმენტები”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აპრილში თვითმფრინავის მწარმოებელმა ფედერალურ საავიაციო ადმინისტრაციას აცნობა, რომ შესაძლოა არ დაასრულეს საჭირო ინსპექტირება ზოგიერთ Boeing 787 Dreamliner თვითმფრინავზე.

ბოლო დროს არაერთხელ დაფიქსირდა Boeing-ის თვითმფრინავების ტექნიკური პრობლემები. მაგალითად, პოლონეთის ლიდერს ანდეი დუდას მოუწია სათადარიგო თვითმფრინავის გამოყენება მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო 737-ზე ტექნიკური გაუმართაობა აღმოაჩინა. ასევე  5 იანვარს, Alaska Airlines-ის Boeing 737 MAX 9-დან ფიუზელაჟის ნაწილი გადმოვარდა და სამგზავრო სალონში წნევა დავარდა.

Boeing აწარმოებს სამოქალაქო და სამხედრო თვითმფრინავების ფართო სპექტრს და ავითარებს კოსმოსურ პროგრამებს. Boeing-ს აქვს ორი ძირითადი განყოფილება: Boeing Commercial Airplanes, რომელიც აშენებს სამოქალაქო თვითმფრინავებს და Integrated Defense Systems, რომელიც ახორციელებს კოსმოსურ და სამხედრო პროგრამებს.