მარტში მიუნხენის აეროპორტში რობოტი გამოჩნდა. Snackbot გადაადგილდება ტერმინალის გარშემო. ნებისმიერ მგზავრს, ვინც მას შეხვდება შეუძლიათ შეაჩერონ ის (ამისთვის თქვენ უბრალოდ უნდა მიუახლოვდეთ) და მისგან საჭმელი და სასმელი იყიდონ. რობოტიდან საკვების შეძენა შესაძლებელია Apple Pay-ს, Google Pay-ს და ყველა ძირითადი საკრედიტო ბარათის გამოყენებით.

თავდაპირველად, ასეთი რობოტები შეიქმნა სტუმართმოყვარეობისა და ჯანდაცვის სექტორებში გამოსაყენებლად. ახლა კი ერთ-ერთი მათგანი აეროპორტში საჭმლის გამყიდველი გახდა. 110 სმ სიმაღლის რობოტს JEEVES ქვია – ერთგული და კომპეტენტური მსახურის, P.G. Wodehouse-ის ინგლისური კომიქსების გმირის პატივსაცემად.