ავიაკომპანია Georgian Airways-მა ამსტერდამის მიმართულებით ფრენები 28 წლის წინ დაიწყო. როგორც ავიაკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, Georgian Airways-მა თბილისი-ამსტერდამის პირველი რეისი 28 წლის წინ შეასრულა.

„1996 წელს, Georgian Airways-მა  პირველად შეასრულა ფრენა ამსტერდამის მიმართულებით. მას შემდეგ ჩვენი პირდაპირი რეისი A9651/652 შიპჰოლის აეროპორტში უწყვეტად, რეგულარულად სრულდება.

ამსტერდამის მიმართულებით პირდაპირი ფრენები თბილისიდან, კვირაში სამი სიხშირით – ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს სრულდება.

ბილეთის დასაჯავშნად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს გაყიდვების ოფისებს, ოფიციალურ პარტნიორ სააგენტოებს, ან ეწვიოთ ვებსაიტს: https://www.georgian-airways.com/en“, – აღნიშნულია Georgian Airways-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.