დუბაი კიდევ ერთხელ გახდა გინესის რეკორდსმენი ცაში 4000 დრონით ვიდეოეკრანის შექმნით. მაგრამ მასშტაბი არ არის ერთადერთი შთამბეჭდავი რამ ამ შოუში. ამისთვის გამოიყენეს სპეციალიზებული დრონები: ისინი აღჭურვილი იყო არა მხოლოდ LED-ებით დინამიური 3D ფიგურების შესაქმნელად, არამედ ატარებდნენ პიროტექნიკურ კომპოზიციებს ფეიერვერკების გასაშვებად, რაც მიწიდან უფრო მეტად წააგავდა კომეტის ვარდნას.

დრონები პიროტექნიკით შოუსთვის ახალი გლობალური ტენდენციაა. მაგალითად, გერმანული კომპანია AO Multimedia & Drones, რომელიც აწყობს დრონების შოუებს მთელს მსოფლიოში, ამ მიზნით ტესტავს ჩინური მწარმოებლის High Great-ის დრონებს. უფრო მეტიც, 2024 წლის ზაფხულიდან High Great გასაყიდად გამოუშვებს როგორც პიროტექნიკით, ასევე ლაზერებით აღჭურვილ დრონებს. მსგავსი გადაწყვეტილებების ტესტირება მიმდინარეობს სამხრეთ კორეაშიც.

„ეს შესანიშნავი გამოსავალია, რადგან ის გამორიცხავს პიროტექნიკის ჰაერში ცალკე აწევის აუცილებლობას. დრონი შეიძლება იყოს სინათლის შოუს ნაწილი და შესაფერის მომენტში ქორეოგრაფიას ნაპერწკლების შადრევანი დაუმატოს, რაც სპექტაკლს კიდევ უფრო ფერადს ხდის. ახლა კომპანიები ეჯიბრებიან არა იმაში, თუ ვინ აწევს ცაში ყველაზე მეტ დრონს, არამედ ვინ შეძლებს მათი დახმარებით უფრო საინტერესო ამბის მოყოლას“, – განმარტა Dronico-ს დამფუძნებელმა ევგენი შაპოვალმა.