მიუნხენის აეროპორტში მგზავრებისთვის პლანშეტებით აღჭურვილი ხელბარგის გადასატანი ურიკების შეთავაზება დაიწყეს. მათი დახმარებით მოგზაურებს შეუძლიათ ხელით შეიყვანონ ფრენის დეტალები ან დაასკანერონ ჩასხდომის ბარათი.
და შემდეგ – მიიღეთ ინფორმაცია ფრენების შესახებ და შესაბამისი განახლებები რეალურ დროში. ციფრული რუკა ჩაშენებული კატალოგით დაგეხმარებათ ტერმინალში ნავიგაციაში; მომხმარებლებს ეკრანის საშუალებითაც გაეგზავნებათ გარკვეული შეთავაზებები მაღაზიებიდან და რესტორნებიდან, მათი მდებარეობიდან გამომდინარე.
სმარტ ურიკები უფასოა. მათი აყვანა შესაძლებელია ტერმინალ 2-ში უსაფრთხოების შემდეგ.
გამოგონება აეროპორტის ექვსთვიანი საპილოტე პროექტის ნაწილი იყო. ტესტირების ეს ეტაპი ტარდება დანიის Intelligent Track Systems-თან (ITS) თანამშრომლობით. გადაწყვეტა ITS “click-on” ჯერჯერობით უნიკალურია მთელ მსოფლიოში.