პარიზში სასტუმროების ტარიფები 2024 წლის ოლიმპიური თამაშების პერიოდისთვის, ჩვეულებრივი ზაფხულის ტარიფებთან შედარებით უკვე 3,5-ჯერაა გაზრდილი.

Google-ის თანახმად, მომავალ ივლისში საფრანგეთის დედაქალაქში მიმავალ მოგზაურებს 3* სასტუმროში ღამეში დაახლოებით 685 დოლარის გადახდა მოუწევთ, მაშინ როდესაც გასულ წლებში 178 დოლარია გადახდა უწევდა. ოლიმპიადის დროს 4* სასტუმროების ფასები დაახლოებით $953-ს აღწევს ჩვეულებრივ $266-თან შედარებით. ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში ფასების შედარებით მცირე ნახტომი დაფიქსირდა, ფასები ამ სეგმენტში 1607 აშშ დოლარია,  მაშინ როდესაც ამ დონის სასტუმროებში ივნისში ტარიფი 625 დოლარის დონეზე იყო.

ოლიმპიური თამაშების პერიოდში პარიზი ელოდება 11 მილიონზე მეტ ვიზიტორს, რომელთაგან 3,3 მილიონი ცხოვრობს ქალაქგარეთ ან სხვა ქვეყნებში.