Michelin-მა გადაწყვიტა გააფართოოს Guide-ები – ახლა ისინი შეარჩევენ არა მხოლოდ საუკეთესო რესტორნებს, არამედ სასტუმროებს მთელს მსოფლიოში.
ბოლოებს მიეცემათ “გასაღებები” (“Michelin-ის ვარსკვლავების” მაგალითზე). „Michelin-ის გასაღები მოგზაურთათვის ნათელი და საიმედო ნიშანია. იგი აღნიშნავს ყველაზე გამორჩეულ სასტუმროებს მთელს მსოფლიოში. ეს ასევე არის სტუმართმოყვარეობის ერთგული ენთუზიასტებისა და პროფესიონალების გუნდური მუშაობის აღიარება“, – განმარტავს გვენდალ პულენეკი, Michelin Guide-ის საერთაშორისო დირექტორი.
საუკეთესო სასტუმროების პირველი გამოშვება 2024 წელს იგეგმება. იგი მოიცავს 5000 ადგილს მთელი მსოფლიოდან. მათ შერჩევაზე ექსპერტთა ჯგუფი უკვე მუშაობს. ძირითადი კრიტერიუმებია: მდებარეობა, დიზაინი, კომფორტი და მომსახურების ხარისხი, ადგილის ხასიათი და ფასი/ხარისხის თანაფარდობა.