საქაერონავიგაცია კუთვნილ ტერიტორიაზე შვეულმფრენის ანგარისა და საავიაციო ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრის ოფისის მშენებლობას გეგმავს. პროექტი ითვალისწინებს ასევე ავტომეურნეობის შენობის მიშენება-დაშენების. სახელმწიფო კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში განაცხადების ვადა უკვე ამოიწურა და პროექტში მონაწილეობის სურვილი ოფიციალურად კომპანია „დაგმა“ დააფიქსირა. თუმცა ეს ტენდერში „დაგის“ გამარჯვებას ჯერ არ ნიშნავს, რადგანაც საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ჯერჯერობით მის მიერ დაფიქსირებული შეთავაზების დამუშავება მიმდინარეობს.

თავად საქაერონავიგაციას აღნიშნული ტენდერის ბიუჯეტად 22 542 373 ლარი ჰონდა გათვალისწინებული, თუმცა „დაგის“ საბოლოო შეთავაზებამ 17 985 310 ლარი შეადგინა.

სატენდერო პირობების მიხედვით, პროექტის განხორციელება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წელში უნდა დასრულდეს.