მილანის ხელისუფლება ავტომობილებზე აკრძალვის დაწესებას განიხილავს. აკრძალვა მინიმუმ ქალაქის ცენტზე განიხილება. თუ იდეა ოფიციალურად დამტკიცდება, ახალი წესები 2024 წლიდან ამოქმედდება.
ინიციატივის მიზანია ჰაერში გამონაბოლქვების ემისიების შემცირება. ამ მიმართულებით, ჯანმო-სმიერ დადგენილი დასაშვები ზღვარი კუბ/მ-ში 5 მიკროგრამი. მილანში კი თითქმის 20, ანუ ოთხჯერ მეტი.
გარდა ამისა, მანქანების აკრძალვა გააფართოვებს საცალფეხო ზონებს და გააცოცხლებს მილანის ცენტრალურ უბნებს. მაგალითად, Stylish Fashion Quadrilatero-ს, სადაც ბევრი ელიტური ბუტიკიაგანთავსებული.
ავტომობილების აკრძალვა ევროპის ქვეყნებში საკმაოდ პოპულარული ინიციატივაა. ცოტა ხნის წინ მსგავსი ტიპის შეზღუდვები დაინერგა ვარშავასა და სტოკჰოლმში.