ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრთა მომსახურება, დროებით შეაჩერა. მიზეზი კი, აეროპორტის მიდამოებში, მავნე ნივთიერებების სავარაუდო გამოფრქვევაა. როგორც ირკვევა, ამიაკის შემცველი ნივთიერებით დამუშავებისას მოხდა გაჟონვა.
აეროპორტის ტერიტორიაზე ამ დროისათვის უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის კომისია მუშაობს. ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილებით კი ბორისპოლის აეროპორტის ტერმინალებში, კომისიის მიერ შესაბამისი დასკვნის დადებამდე, მუშაობა შეჩერებულია. აეროპორტის ადმინისტრაცია მგზავრებს მოუწოდებს, რომ ყურადღებით ადევნონ თვალი ინფორმაციებს და ონლაინ ტაბლოებს.
აღსანიშნავია, რომ გრაფიკის მიხედვით, ადგილობრივი დროით 21:10 საათზე აეროპორტიდან Ukraine International Airlines-ის (FlyUIA) კიევი-თბილისის რეისია დაგეგმილი.