ირლანდიური “ლოუკოსტერი” Ryanair-ი საქართველოს შესახებ ვიდეორგოლს აქვეყნებს. ვიდეო ევროპის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ავიაკომპანიამ Facebook-ის გვერდზე განათავსა. ”აღმოაჩინე საქართველო Ryanair-თან ერთად” – მგზავრებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ვიდეორგოლი რეალური სოციალურ ქსელებში განთავსებული ვიდეო თუ ფოტომასალის საფუძველზეა მომზადებული და რეალობას ასახავს.

შეგახსენებთ, რომ Ryanair-ი საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას ნოემბრიდან იწყებს.