Georgian Airways-ის პილოტმა მომღერალსა და ტელეწამყვანს თიკა ფაცაციას დაბადების დღე თვითმფრინავის ბორტზე მიულოცა. ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს წარწერით “პილოტმაც კი საჯაროდ მომილოცა”.

ასევე, თვითმფრინავში, უცნობმა მგზავრებმა მომღერალს ებრაულ ენაზე სიმღერა მიუძღვნეს და დაბადების დღე მიულოცეს.

კადრში კარგად ჩანს, ბორტკვება, რომელიც Georgian Airways-ს ფერებშია დაბრენდილი. აღსანიშნავია, რომ თიკა პაცაციამ დაბადების დღე ისრაელში აღნიშნა, სადაც სხვა მომღერლებთან ერთად გასტროლებზე იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ თბილისი-თელ ავივის საჰაერო ხაზზე ოპერირებას Georgian Airways-ი ახდენს.