ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის კომისიის დასკვნით, აეროპორტის ტერიტორიაზე ჰაერის ხარისხი ნორმის ფარგლებშია. შესაბამისად აეროპორტის ტერმინალებმა მუშაობა განაახლა. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მგზავრთა მომსახურება, დროებით შეაჩერებულია.

აეროპორტმა ტერიტორიაზე მავნე ნივთიერებების სავარაუდო გამოფრქვევა დაასახელა. აეროპორტის ტერიტორიაზე იმუშავა უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის კომისიამ. 

აღსანიშნავია, რომ გრაფიკის მიხედვით, ადგილობრივი დროით 21:10 საათზე აეროპორტიდან Ukraine International Airlines-ის (FlyUIA) კიევი-თბილისის რეისია დაგეგმილი.