ახლად შექმნილი თურქული ავიაკომპანია MaviGök Aviation-ი ანტალიიდან დომინიკის რესპუბლიკაში, ტაილანდსა და მექსიკაში ფრენებს გეგმავს.
MaviGök Aviation-მა, რომელიც ჰოლდინგურ კომპანია Anex Tourism Group-თანაა ასოცირებული, აზიასა და კარიბის ზღვის აუზში ქვეყნებში შესვლის განზრახვის შესახებ აცხადებს.
როგორც ცნობილია, მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ MaviGök Aviation-ი რუსეთ-თურქეთს შორის ტურისტების ტრანსპორტირებისთვის შეიქმნა და ახლა ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ
რუსეთს აღნიშნული ახალი მიმართულების გამოყენება უკვე აქტიურად შეეძლებათ ანტალიაში ტრანზიტული გადაჯდომის წყალობით.
უკვე არის გაყიდვაში ოქტომბრის ტურები დომინიკის რესპუბლიკაში, როდესაც ტურისტებს ტუროპერატორი Anex Tour-ი სთავაზობს ანტალიაში როგორც რამდენიმე საათიანი ასევე სამ დღიანი ტრანსფერის წყალობით.
ტურისტული ინდუსტრია მიიჩნევს, რომ ტურები ასეთი დაგეგმარებით – გადაჯდომით თურქეთში, შესაძლოა იყოს მოთხოვნადი.